|
დასახელება:
ტენდერი კვებით მომსახურებაზე
|
| მომწოდებელი:
აგროსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ა (ა)იპ "აგროსერვისი" მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:
1. შესყიდვის საგანი:
ფერმერთა სატრენინგო ღონისძიებების ფარგლებში კვებითი მომსახურების (კეიტერინგის) უზრუნველყოფა ადგილზე მოწოდებით ორ სამიზნე არეალში:
ლოტი №1 - (გორი/ქარელი)
ლოტი №2 - (საგარეჯო)
მომსახურება ითვალისწინებს კვებითი პროდუქტების ადგილზე მიწოდებას თითოეული სესიის ლოკაციაზე. (ლოკაციების ჩამონათვალი მომწოდებელს გადაეცემა ყოველი თვის დაწყებამდე არანაკლებ 1 (ერთი) კვირით ადრე).
2. მომსახურების არეალი და დატვირთვა:
ლოტი №1:
გორი, ბერბუკი, სათემო, ქვემოხვითი, საქაშეთი, შინდისი, ბრეთი, რუისი, ვარიანის მეურნეობა და სხვა მიმდებარე ლოკაციები.
სამუშაო დატვირთვა: ჯამში 42 მოწოდება.
ლოტი №2:
საგარეჯო - გიორგიწმინდა, იორმუღანლო, პატარა ჩაილული და სხვა მსგავსი მარშრუტები ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მიმდებარედ.
სამუშაო დატვირთვა: ჯამში 35 მოწოდება.
მონაწილეთა რაოდენობა:
მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება საშუალოდ: დღიურად 25 პერსონა
4. მომსახურების შესრულების პერიოდი
მომსახურების გაწევის პერიოდი:
2026 წლის მარტი - ნოემბერი (ჩათვლით)
ერთ სესიაზე მენიუს მოთხოვნები:
ერთდღიანი კვებითი მომსახურება უნდა მოიცავდეს:
** ყავა
** ჩაი
** ხაჭაპური
** ლობიანი
** პატარა სენდვიჩი (ყველით და ლორით)
** წყალი
** კოკა-კოლა
** შაქარი
** ორცხობილა
** ერთჯერადი ჭურჭელი
** ხელსახოცი
ფასის წარმოდგენა:
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კვებითი მომსახურების ღირებულება ერთ სესიაზე, მოწოდების შესაბამისად. გადახდა განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.
წინადადების წარდგენის წესი და ვადები:
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს: 2026 წლის 1 მარტისა.
წარდგენა შესაძლებელია:
info@agroservice.ge ან ფიზიკურად (დაბეჭდილ კონვერტში): 1 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე.
|
|
|
|