Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703402&print=yes&view=jobs
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: Real Palace
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
Real Palace უძრავი ქონების დეველოპერია, რომელიც ბაზარზე ღირშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს 2011 წლიდან ქმნის.

ამ ეტაპზე გუნდში ვეძებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის.
ვეძებთ კვალიფიციურ კადრს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობასთან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია.

ფუნქციები:

** პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიული დოკუმენტების, პოლიტიკისა და შიდა ინსტრუქციების შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის არსებული ხელშეკრულებების (როგორც კლიენტებთან, ისე თანამშრომლებთან) ანალიზი და მათი შესაბამისობაში მოყვანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
** პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო პროცედურების მართვა: განცხადების ფორმების მომზადება (გამოთხოვა, გასწორება, წაშლა და ა.შ.) და პროცესის ზედამხედველობა;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და უსაფრთხოების საკითხებზე;
** პერსონალურ მონაცემთა თაობაზე კომპანიაში შემოსული განცხადებებისა და პრეტენზიების სამართლებრივი ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან (საზედამხედველო ორგანო) ურთიერთობა: კომპანიის წარმომადგენლობა, კონსულტაციების მიღება, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** თანამშრომლების ტრენინგი მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სიღრმისეული ცოდნა;
** GDPR-ის (ევროკავშირის რეგულაცია) პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე ან იურისტად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის მაღალი სტანდარტი.

info@realpalace.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია