Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703396&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრენოვა
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
სამშენებლო სარემონტო კომპანია შპს "გრენოვა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის 42 (საცხოვრებელი კომპლექსი `მწვანე უბანი ლისთან`)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე; + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** შემოსულ ზარებსა და მესიჯებზე პასუხი;
** პოტენციურ კლიენტთა ბაზების მოპოვება, დარეკვა, სერვისის შეთავაზება (tas.ge, Fb ჯგუფები);
** დიზაინერებთან თანამშრომლობა;
** მომხმარებლებთან შეხვედრის დაგეგმვა და პრეზენტაციის ორგანიზება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა;
** დაინტერესებულ მომხმარებელთან ერთად ვიზიტი ობიექტზე -
** გაყიდვებთან დაკავშირებულები დოკუმენტების მომზადება;
** რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);


პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@grenova.ge და "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია