Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703377&print=yes&view=jobs
 
UI/UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის ციფრული დიზაინის სამსახურის UI/UX დიზაინერი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ხელზე ასაღები 4000-6000 ლარის ფარგლებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს ციფრული პროდუქტებისა და სახელმწიფო სერვისებისთვის UX/UI დიზაინის შემუშავება მომხმარებელზე ორიენტირებული პრინციპების გათვალისწინებით;
** მომხმარებლის კვლევების (interviews, usability testing, analytics review) დაგეგმვა და განხორციელება;
** ბიზნეს მოთხოვნების (BRD/FRD) საფუძველზე მომხმარებლის სცენარების (User Flows), wireframe-ების და მაღალი სიზუსტის პროტოტიპების შექმნა;
** ვებ და მობილური პლატფორმებისთვის UI კომპონენტების სტანდარტიზაციაში და დიზაინ სისტემის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხევაში UI კომპონენტების ბიბლიოთეკის მართვა და სტანდარტიზაცია;
** მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს ანალიტიკოსებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერულ გუნდებთან დიზაინის სწორი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად;
** Agile გარემოში აქტიური მონაწილეობა;
** არსებული სისტემების UX აუდიტის ჩატარება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების გათვალისწინება დიზაინის პროცესში;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დამატებითი ამოცანების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით (სასურველია კომპლექსურ, მაღალი დატვირთვის სისტემებზე მუშაობის გამოცდილება);
** სახელმწიფო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Figma-ს პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Auto Layout, Components, Variants, Design System მართვა);
** UX კვლევის მეთოდების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინფორმაციული არქიტექტურისა და სერვის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** Accessibility სტანდარტების (WCAG) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** დეველოპერულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება (Design Handoff პროცესები)

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაცია ცვალებადი გარემოს მიმართ;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების მოტივაცია.

კონკურსის ეტაპები:

** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 03 მარტის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "UI/UX დიზაინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია