Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703306&print=yes&view=jobs
 
ARDI Plus პირადი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ARDI Plus პირადი მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ARDI Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების პირადი მენეჯერის პოზიციაზე.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - ცხოვრების ჯერია!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ანაზღაურებაზე შემოსული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;
** დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (ელექტრონული ფოსტა, Viber, WhatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;

პირადი მენეჯერის შვებულების დროს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:

** დაზღვეულების ჩაწერა მათთვის მოსახერხებელ დროს როგორც კომპანიის ოჯახის ექიმებთან, ასევე სხვა კლინიკებში სპეციალისტებთან მათი მოთხოვნის მიხედვით და მიღებული მომსახურების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში მიმართვების გაცემა კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტებზე;
** დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, Viber თუ WatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო მიმართულებით);
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - (B2-C1)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ARDI Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების პირადი მენეჯერი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია