სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დეველოპერის პოზიციაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
არდი - ცხოვრების ჯერია!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები: WEB აპლიკაციების შექმნა (არსებულის განვითარება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
აუცილებელია შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა:
** C#, .NET 6 + (სასურველია .NET 8 ზე შესრულებული პროექტები)
** EF core, Dapper
** OOP, Solid principles
** Rest Api
** Microservice-ებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** Messaging - სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (RabbitMQ, Kafka)
** HTML, CSS, SCSS, JavaScript
** რომელიმე JS Framework-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, (Vue, React, Angular)
** რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Back-End დეველოპერი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|