Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703281&print=yes&view=jobs
 
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ეაკონი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 30 მარტი
კომპანია "ეაკონი" 15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, წებვადი ლენტების (სკოჩების) და სპრეი საღებავების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტებს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია.

ჩვენს ხარისხს ენდობიან ისეთი კომპანიები როგორიცაა გორგია, დომინო, კაპაროლ ჯორგია და ა.შ.

ვაცხადებთ ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: პირველი 3 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი და ხელზე ასაღები მოჭრილი ხელფასი იქნება 1500 ლარი. გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში ხელზე ასაღები ხელფასი იქნება 1800 ლარი პლუს ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** სასურველია სამშენებლო სფეროში

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობიანობა

რას გთავაზობთ:

** ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
** სადაზღვევო პაკეტს;
** ულიმიტო კორპორატიულ ნომერს;
** ყველა აუცილებელ პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე mtsiklauri@eacon.ge 30 მარტის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია