|
დასახელება:
აუდიო აპარატურის გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ჰერცი და ლუმენი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
აუდიო მაღაზია "ჰერცი და ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას აუდიო აპარატურის გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციის შეთავაზება, კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** შემოსულ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** დოკუმენტების წარმოება: ინვოისი, შეთავაზება;
** პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** მიღებული საქონლის აღრიცხვა, დასაწყობება, ინვენტარიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიონალური აუდიო/განათების და სახლის აუდიო აპარატურის სფეროში ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** კომუნიკაბელურობა, მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, outlook;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასაუბრო და საქმიანი მიმოწერა;
** პროგრამა FINA-ში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 საათიდან 19:00 საათამდე; შაბათი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. (მორიგეობით)
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@smarthouse.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/HertzLumen/
|
|
|
|