Робота для біженців з України
დიასახლისი - დაბა სტეფანწმინდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, ყაზბეგში, სასტუმრო "მემუარში", დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, 9 აპრილის ქუჩა #10;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური სისუფთავის უზრუნველყოფა (სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად);
** სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაცია, მათთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას ადგილზე;
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 35 87 62.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე