|
დასახელება:
სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას გორში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: გორი, ცხინვალის გზატკეცილი N:14;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის (ამბულატორიული, ჰოსპიტალური, დიაგნოსტიკური და სხვა) შინაარსობრივი და ფორმალური სისწორის შემოწმება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სამედიცინო დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და დაფიქსირება შესაბამის სისტემაში;
** ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამედიცინო პერსონალთან და პროცესის მონიტორინგი ხარვეზის აღმოფხვრამდე;
** კლინიკაში დანერგილი გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დაარქივებისა და გაციფრულების/ელექტრონულ სისტემაში ასახვის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პორტალებზე მონაცემების ატვირთვა;
** ხარისხის მართვის გუნდთან თანამშრომლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების მომზადებაში;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება კონტროლის შედეგებზე;
** მონაწილეობა შიდა სტანდარტების დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესში.
** აქტიური თანამშრომლობა როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელ პირთან;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის, ჯანდაცვის მართვის ან მსგავს მიმართულებით);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის დოკუმენტაციასთან ან ხარისხის კონტროლის სფეროში
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 მარტი, 2026.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი-გორში".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|