Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703214&print=yes&view=jobs
 
მიმღების ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გალილეო ფიტნესი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ მიმღების ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სახე და მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სადგურის მოედანი #5

რა გევალება?

** სტუმრებისა და კლუბის წევრების მიღება, დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** აბონემენტებთან და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა;
** ვიზიტორების რეგისტრაცია და მონაცემების სწორად მართვა;
** სალაროსთან მუშაობა და ყოველდღიური ანგარიშგება.

რას ველოდებით შენგან?

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და თავაზიანი დამოკიდებულება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიტნესისადმი ინტერესი და პოზიტიური ენერგია.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ფიქსირებული ანაზღაურება;
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
** თანამედროვე ფიტნეს სივრცეში ვარჯიშის შესაძლებლობა.

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე 10 მარტის ჩათვლით მისამართზე:tamtag186@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია