Робота для біженців з України
BA პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: BA პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ სკოლაში ბიზნესის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება;
** პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით;
** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა;
** პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა;
** ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ (ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა.
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი შერეული

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე