Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703171&print=yes&view=jobs
 
მარაგების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 26 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარაგების ყოველდღიური და ყოველკვირეული კონტროლი კატეგორიების მიხედვით;
** მინიმალური და ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა გაყიდვების ანალიზის საფუძველზე;
** ჭარბი და დეფიციტური მარაგების დროული გამოვლენა და მართვა;
** პროდუქციის ABC კატეგორიზაციის განხორციელება და პერიოდული განახლება ბრუნვადობისა და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მარაგების ეფექტიანი პრიორიტეტიზაციის მიზნით;
** ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება (ფასდაკლებები, აქციები და სხვა სტიმულირების მექანიზმები);
** რისკების ანალიზი - ჩამოწერის რისკის მქონე პროდუქციის იდენტიფიკაცია;
** აქციებისა და ფასდაკლებების ეფექტიანობის შეფასება;
** მარაგებთან დაკავშირებული ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი და რეპორტინგი;
** დასაბრუნებელი პროდუქციის ანალიზი კატეგორიების, მომწოდებლებისა და SKU-ების მიხედვით.
** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა მომავლის შესყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის;
** ვაკანსიასთან დაკავშირებული საკითხების რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტებთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** POWER BI ცოდნა;
** Microsoft Excel ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 მარტი, 2026წ.

გაცნობებთ, რომ შპს "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია