Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703169&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 26 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საერთაშორისო პარაფარმაციის ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი ბრენდების მოძიება, მათი ასორტიმენტის დამუშავება და ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
** პორტფელში არსებული საერთაშორისო მომწოდებლების ბრენდების შეკვეთების დამუშავება;
** პორტფელში არსებული ბრენდებზე მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება (შესყიდვების პროგნოზირება);
** პორტფელში არსებულ ბრენდებზე ყოველთვიური შესყიდვების, ნაშთების ანგარიშის წარმოება აფთიაქების ჭრილში;
** შესყიდვასთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და განბაჟების დოკუმენტაციის უზრუნველყოფა მომწოდებელთან და ლოჯისტიკის განყოფილებასთან მჭიდრო კომუნიკაციით;
** აფთიაქებში არსებული ვადებისა და ნაშთების კონტროლი, საჭიროებისამებრ შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა ქსელის პარაფარმაციის შემოსავლის ოპერატორის ჩართულობით;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება ბაზარზე კონკურენტი ბრენდების ფასების კონტროლის საფუძველზე;
** პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის განყოფილებისთვის. მომწოდებლისგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და მიწოდება როგორც მარკეტინგული განყოფილებისთვის, ასევე ტრენინგ მენეჯერისთვის;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 2026წ.

გაცნობებთ, რომ შპს "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია