|
დასახელება:
ფეხბურთის მწვრთნელი
|
| მომწოდებელი:
ბურთბუშელა
|
|
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 21 მარტი
|
საფეხბურთო და მოტორული განვითარების სკოლა "ბურთბუშელა" თბილისში და რუსთავში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ბავშვებთან მუშაობაზე ორიენტირებულ ფეხბურთის მწვრთნელს.
ჩვენი მისიაა, 2-7 წლის ბავშვებში სპორტის სიყვარული, სწორი მოტორული განვითარება და გუნდური ღირებულებების ჩამოყალიბება თამაშის ფორმატში.
ჩვენთან ბავშვები:
** ავითარებენ კოორდინაციას, ბალანსს და ზოგად მოტორიკას
** ეცნობიან ფეხბურთის საწყის ტექნიკურ ელემენტებს
** სწავლობენ გუნდურობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობას
თუ ხარ:
** კომუნიკაბელური და პოზიტიური
** ენერგიული და სპორტზე ორიენტირებული
** გიყვარს ბავშვებთან მუშაობა
** პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა:
** გამოცდილება სავალდებულო არ არის — ადგილზე გადამზადებას უზრუნველყოფს UEFA-ს ლიცენზირებული მწვრთნელი
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივა
** მეგობრული, სტრუქტურირებული და ჯანსაღი სამუშაო გარემო
ლოკაცია: თბილისი (ვარკეთილი) | რუსთავი (ბათუმის ქუჩა)
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე: burtbushela@gmail.com ან დაგვირეკეთ: 595 00 11 58
|
|
|
|