Робота для біженців з України
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: PC LION
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 მარტი
"PC_LION" არის კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია და სერვის ცენტრი, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარების, მონიტორების, ქსელური მოწყობილობების გაყიდვასა და სერვისში.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და სანდო ტექნოლოგიური გადაწყვეტები — პროფესიონალური მიდგომით და სწრაფი მომსახურებით.

კომპანიის ზრდისა და გაყიდვების არხების გაძლიერების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე
** სამუშო დრო: 10:30-დან 9-საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია
** კომპიუტერული ტექნიკისა და სერვისების შეთავაზება
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება
** ონლაინ და ფიზიკური მაღაზიის გაყიდვების მხარდაჭერა
** CRM ბაზის განახლება და კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაცია
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სწრაფი სწავლის უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და ენერგიულ გუნდს
** ტექნოლოგიურ გარემოს, სადაც ყოველდღე ვითარდები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: giorgi.makrakhidze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე