Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703103&print=yes&view=jobs
 
ERP ადმინისტრატორების სწავლება/ სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP ადმინისტრატორების სწავლება/ სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
კომპანია "ავერსი ფარმა" აცხადებს კონკურს ERP ადმინისტრატორების სწავლება/ სტაჟირების პროგრამაზე.

სტაჟირების პროექტის მიზანია მოტივირებული, პროგრესზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების შერჩევა, რომელთაც სურთ 1C ERP - ის შესახებ ტექნიკურ და პროცესუალურ ცოდნას დაეუფლონ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს და შემდგომ მათი შესრულების შეფასებას. (იხ. დოკუმენტი ლინკზე -https://wrk.ge/POS%20Admin%20Syllabus)

ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში ორი შეხვედრა (ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:30 -21:30)
სწავლების ფორმა: ონლაინფორმატი
სწავლების/სტაჟირების დაწყების თარიღი: 04.2026

ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

პროექტის დასრულების შემდგომ, განიხილება წარმატებული მონაწილეების დასაქმება ავერსი ფარმას ERP-ის გუნდში.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.03.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 597002987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/oRnN2ZIUEV
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია