|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
xსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 21 მარტი
|
სერვის ცენტრი "X service - X სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 19:00-მდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, შაბათს ნახევარი დღე;
** შესვენება: 1 საათი;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული გუნდი;
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად
თვისებები:
** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გამართული მეტყველების უნარი.
მოვალეობები:
** მომხმარებლის მიერ სერვისში წარმოდგენილი ტექნიკის დიაგნოსტიკა, შესაბამისი სადიაგნოსტიკო დასკვნის უფროსი სერვის მენეჯერისათვის წარდგენა და სერვის ბარათის შევსება;
** შესაკეთებელი ტექნიკის დროულად შეკეთება და ტექნიკურად მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** შესაკვეთი (გამოსაწერი) ტექნიკის თაობაზე სერვის მენეჯერების დროული ინფორმირება;
** მომხმარებლისგან მიღებული ტექნიკის ტექნიკოსისათვის დროულად გადაცემა;
** შესასრულებელი სამუშაოს დროულად და მაღალკვალიფიციურად შესრულება;
** მიბარებული ტექნიკის კონტროლი და უსაფრთხოდ შენახვა;
** სერვის სიახლეები, ინოვაციების მოძიება და მომსახურების გაუმჯობესება;
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge
სათაურის ველში მიუთითოთ "ტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|