Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703082&print=yes&view=jobs
 
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ფანკი ბრენდს
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 მარტი
საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "ფანკი ბრენდს" ეძებს თანამშრომელს ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია საერთაშორისო მაღალი ხარისხის ბრენდებით, როგორიცაა "Franui", "Brite" და "Nature".

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.

სამუშაო აღწერილობა:

** შეკვეთებისა და მიწოდების მართვა: საცალო ქსელებისა და პარტნიორების ყოველკვირეული მონიტორინგი; მიწოდების გრაფიკის დაგეგმვა და კორექტირება; დისტრიბუტორებთან და საწყობთან კოორდინაცია დროული და ზუსტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
** ურთიერთობა პარტნიორებთან: საცალო ქსელებთან ოპერაციული კომუნიკაცია; მიწოდებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა; სპეციალური შეკვეთების, აქციებისა და გადაუდებელი მოთხოვნების მართვა.
** მარაგების კონტროლი: საწყობისა და საველე მარაგების ყოველკვირეული ინვენტარიზაცია; დეფიციტის, ზედმეტი მარაგისა და ვადის გასვლის რისკების პრევენცია; შიდა გადაადგილებების კოორდინაცია.
** საწყობის ოპერაციები: შემომავალი და გამავალი მიწოდებების ზედამხედველობა; მარაგების დოკუმენტაციის სიზუსტისა და ფიზიკური ნაშთების სისტემურ მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი.
** გუნდის მართვა: მარაგების სპეციალისტის, დისტრიბუტორებისა და მერჩენდაიზერების საქმიანობის კოორდინაცია; ყოველკვირეული პრიორიტეტების განსაზღვრა, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი.
** რეპორტინგი და ოპტიმიზაცია: ყოველკვირეული ოპერაციული ანგარიშების მომზადება (შეკვეთები, მიწოდება, მარაგები); სამუშაო პროცესების გაუმჯობესება კომპანიის ზრდის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერაციების, ლოგისტიკის, FMCG ან საცალო ვაჭრობის მიმართულებით;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
** Excel-ისა და Google Sheets-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 19:00), ჰიბრიდული სამუშაო მოდელი (2 დღე დისტანციურად / 3 დღე ოფისიდან)

რატომ "ფანკი ბრენდს"?

** გლობალურ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა და ბრენდების აღქმასა და პოპულარობის ზრდაში მონაწილეობის მიღება;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სწრაფი, სტარტაპული გარემო, სადაც ყოველი იდეა მნიშვნელოვანია;
** კონკურენტული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჩვენი ღირებულებები:

** გამჭვირვალობა და ნდობა - ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია კომპანიის ყველა დონეზე მნიშვნელოვანია. ის ზრდის ნდობას და კოლაბორაციას როგორც კომპანიის შიგნით გუნდში, ასევე მის გარეთ ყველა პარტნიორთან.
** ინოვაცია და ადაპტაცია - ჩვენ მივყვებით უახლოეს ციფრულ ტენდენციებს და მზად ვართ მუდმივად მოვახდინოთ ადაპტაცია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ბაზარზე არსებული უახლესი ინოვაციური პროდუქტები გავაცნოთ.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ჩვენი ბრენდები, პარტნიორები და საბოლოო მომხმარებლები არიან ყველაფრის ცენტრში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ მათ, რაც ემთხვევა მათ საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს.
** მოქნილი კულტურა - ვცდილობთ შევუთავსოთ კომფორტი და გუნდურობა, რითაც ვინარჩუნებთ, როგორც მოქნილობას, ისე გუნდურ ენერგიას. მთავარი ჩვენთვის შედეგია და არა ადგილი, საიდანაც მუშაობ.

სოცქსელები:

Franui

** Franui Instagram: https://bit.ly/4rxWEoI
** Franui FB: https://bit.ly/4qOvNTP
** Franui TikTok: https://bit.ly/4kKdnlN

Brite

** Brite Instagram: https://bit.ly/4aHaP3x
** Brite FB: https://bit.ly/4bXjHnQ
** Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia?_t=ZS-8vyFimJgrSO&_r=1

Natrue

** Natrue Instagram: https://www.instagram.com/natruedrinksgeorgia/
** Natrue FB: https://www.facebook.com/p/Natrue-Georgia-61578122212717/
** Natrue TikTok: https://www.tiktok.com/@natrue.georgia

Funky

** Funky website: https://www.funkybrands.ge/

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია