Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: მიკროდერმა
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 მარტი
კლინიკა "მიკროდერმა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, დარეგისტრირება, მიმართულების მიცემა;
** კლინიკაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი და რეგისტრაცია;
** პაციენტების რიგითობის კონტროლი;
** შიდა კორესპონდენციის მიღება და გადაცემა შესაბამის ადრესატამდე;
** ფულადი ნიშნების მკაცრ კონტროლზე აყვანა. ფასიანი ქაღალდების, სალარო აპარატის, პაციენტის ისტორიის გამართული და ზუსტი მუშაობის ორგანიზება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** ინგლისური - გამართული, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული.



სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე
ანაზღაურება: 700 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@microderma.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 მარტი.

მისამართი: ვაკე, შროშის ქუჩა 4
ტელ: 593 68 53 53
ვებგვერდი: www.microderma.ge

შპს "მიკროდერმაში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე