Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ჩვენს მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ლოკაცია: თბილისი

მოვალეობები:

** ოფისის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სამზარეულოს დალაგება;
** სანაგვე ურნების კონტროლი და ნარჩენებისგან გასუფთავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას: 6 თვიან გამოსაცდელ ვადაში 1100 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1200 ლარი;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, 6 საათიანი მცოცავი ცვლებით (ერთი კვირა 08:00 - 14:00 საათამდე, მეორე კვირა 14:00 - 20:00 - მდე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: openvacancy00@gmail.com

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე