|
დასახელება:
აწყობის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიასიბი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
კომპანია "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, ერეკლე მეორის 89.
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** გუნდის მხარდაჭერა, მოტივაცია და განვითარებაზე ზრუნვა;
** შეკვეთების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** მისამართების სწორად განაწილება;
** ამანათების მიღება, ზონების მიხედვით განთავსება და შეკვეთების კონტროლი;
** დაგვიანებული და პრობლემური ამანათების ყოველდღიური რეპორტი და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება სუპერვაიზერის ან კურიერის პოზიციაზე;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება: 1600 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; სმენებში: 09:00-16:00/16:00-23:00 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@trackings.ge.
|
|
|
|