Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702987&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლოიალტე
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (https://loialte.com.ge/)

"Loialte" პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ "Loialte"-ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების/რეალიზაციებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული ასახვა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** სალაროს და სასაწყობე ნაშთების კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Fina და Oris ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თანამშრომლობის პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათი.
** ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე, 1500 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში

ჩვენი მხრიდან დაინტერესებულ პირებს ვპირდებით მეგობრულ სამუშაო გარემოს და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას..

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "ლოიალტე" (ს/კ 405277347) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე career@loialte.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია