|
დასახელება:
კარიერული განვით. და კურსდამთავრებულებთან ურთიერთ. სპეც.
|
| მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ყველა ეტაპის შესახებ (სამსახურის მოძიება/CV ს შექმნა/გასაუბრება) ინდივიდუალური კონსულტაციების შეთავაზება/ჯგუფური ვორქშოფებისა და სიმულაციური ქეისების განხილვის უზრუნველყოფა;
** ჯგუფური ვორქშოპებისა და სიმულაციური ქეისების ორგანიზება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების მიმართულებით;
** დამსაქმებელთა მემორანდუმების და შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა;
** კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის არხების გაძლიერება და მუდმივი ჩართულობა;
** კურსდამთავრებულთა ფორუმში მონაწილეობის ორგანიზება, შეხვედრების გამართვა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
** სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|