Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702971&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: Zoma
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "შპს ზომა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: მექანიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული დანადგარების პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, დანადგარების და ტექნიკური ერთეულის შემოწმება/გასუფთავება, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას დანადგარების მოულოდნელი დაზიანება;
** პერიოდულად თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკურ უსაფრთხოებასთან, დანადგარის სწორად გამოყენებასა და განსაკუთრებული ტექნიკური სიტუაციების შესახებ;
** ტექნიკის შეკეთება, საჭირო ნაწილების შეკვეთა მომწოდებელთან, ინსტრუქციების ჩატარება ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ. ყოველთვიურად რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** საწარმოო პროცესის უწყვეტი ხაზის ტექნიკური უზრუნველყოფა;
** ელექტრო და მექანიკური საქმეების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

** შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია სასურველია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
08:00-17:00 (აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი დღე/საათები);
** ხელფასი - 2200 ლარი

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია