|
დასახელება:
ფიზიკის სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
ათასწლეულის სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს ფიზიკის სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი განიხილება ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე სექტემბრიდან.
ათასწლეულის სკოლის ფიზიკის სტაჟიორი:
** ქმნის სასწავლო გარემოს მასწავლებელთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას;
** ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში;
** მონაწილეობს სასწავლო რესურსების შექმნა-მოდიფიცირებაში;
** სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელთან ერთად იყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, მრავალფეროვან სასწავლო რესურსებსა და ლაბორატორიულ აქტივობებს;
** მონაწილეობს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
** ეცნობა სასწავლო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს და მონაწილეობს შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ერთვება სკოლის პროექტებსა და სხვა სასკოლო აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის მიმართულებაში ან მე-4 კურსის სტუდენტი;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 3 დღე
** სამუშაო საათები: 09:00 - 15:00
** პოზიცია მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 მარტისა.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
|
|
|
|