|
დასახელება:
კურიერების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიასიბი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
კომპანია "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას კურიერების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე II-ის ქ. 89
ძირითადი მოვალეობები:
** კურიერების გუნდის მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** კურიერების გრაფიკების შედგენა/დაგეგმვა (სმენები), როტაციის კონტროლი და რესურსის სწორად განაწილება;
** შეკვეთების დროულად შესრულების კონტროლი და ხარისხის მართვა;
** მისამართების სწორად განაწილებისა და მარშრუტების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა;
** დაგვიანებული/პრობლემური მიწოდებების ყოველდღიური რეპორტინგი, მიზეზების ანალიზი და სწრაფი რეაგირება;
** კურიერებთან კომუნიკაცია, მხარდაჭერა, მოტივაცია და განვითარებაზე ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური/კლიენტის საჩივრების სიტუაციების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია: კურიერად მუშაობის გამოცდილება (პრაქტიკული გამოცდილება მიწოდების პროცესებში);
** სასურველია გამოცდილება კურიერების კოორდინაციის/სუპერვაიზინგის/თიმლიდის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობა (სასურველია Excel — ცხრილები/რეპორტინგი);
** გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** დისციპლინირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1600 ლარი - 1800 ლარი, გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; სმენებში: 08:00-16:00 / 16:00-23:00
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტაზე: hr@trackings.ge.
|
|
|
|