|
დასახელება:
წარმოების ხელმძღვანელი, ექაუნთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Food Balls Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და შედეგებზე ორიენტირებულ წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც მოიაზრებს პროცესების ხარისხიან მართვას, გუნდის განვითარებას და წარმადობის ზრდას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი
გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში. კანონით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად;
ანაზღაურება: 2 500 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ვადის გასვლის შემდეგ 3 000 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმარება;
** გუნდთან სამუშაო გრაფიკების შემუშავება და ამოცანების გადანაწილება;
** ნედლეულის, ინვენტარის და რესურსების მართვა;
** ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და ეფექტური გადაწყვეტის
** უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და დისციპლინის კონტროლი საწარმოში;
** თანამშრომლების მოტივაცია, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** წარმოების მონაცემების ანალიზი და რეპორტების მომზადება;
** სხვა დეპარტამენტებთან (ლოგისტიკა, HR, მარკეტინგი, ხარისხი) ეფექტური კომუნიკაცია;
** ახალი თანამშრომლების დანერგვის პროცესში ჩართულობა.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა;
** გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და ეფექტური დროის მართვა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღების უნარი;
** ტექნიკური პროცესების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მნიშვნელოვან როლს კომპანიის ზრდის პროცესში;
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@foodballs.ge და აღწერაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
-------------
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც იზრუნებს არსებული კლიენტების მართვაზე და კომპანიის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი; მოსკოვის გამზირი
გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში. კანონით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად;
ანაზღაურება: 1500 ₾ +
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
რეგულარული კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა);
** დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შიდა გუნდთან თანამშრომლობა;
** კლიენტის მოთხოვნების სწორად გადაცემა გუნდისთვის;
** კონფლიქტების მართვა;
** მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ზედნადებების (RS) კონტროლი;
** მონაცემთა ბაზის მართვა.
კვალიფიკაციის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან შესაბამისი მიმართულება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გაყიდვებში, კლიენტებთან ურთიერთობაში ან ბიზნესის განვითარებაში);
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დროის მართვისა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, MS Office, CRM სისტემები);
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@foodballs.ge და აღწერაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|