Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702848&print=yes&view=jobs
 
ESG ოფიცერი/მდგრადი განვითარების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ESG ოფიცერი/მდგრადი განვითარების ოფიცერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ESG ოფიცრის / მდგრადი განვითარების ოფიცრის პოზიციაზე.

Scapp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ვეძებთ ESG ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის (Environmental, Social, Governance) ჩარჩოების დანერგვასა და განვითარებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** SCAPP-ის ESG სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია
** ESG პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და განახლება
** გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საკრედიტო პორტფელში
** მდგრადი დაფინანსების პორტფელის განვითარებაში მონაწილეობა
** ESG კრიტერიუმების ინტეგრირება საკრედიტო პროცესებში
** შიდა ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის ESG საკითხებზე
** ESG ანგარიშგების მომზადება (ინვესტორებისთვის, რეგულატორისთვის, პარტნიორებისთვის)
** საკონსულტაციო კომპანიებთან კოორდინაცია ESG საკითხებზე
** ESG KPI-ების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, გარემოს დაცვის ან დაკავშირებულ სფეროში
** 2-3 წლიანი გამოცდილება ESG, რისკების მართვის, შესაბამისობის ან მდგრადი განვითარების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია ფინანსური სექტორის ან მიკროსაფინანსო სფეროს ცოდნა/მუშაობის გამოცდილება
** საერთაშორისო ESG სტანდარტების ცოდნა (IFC, GRI, UN PRI და სხვა)
** ანალიტიკური და ანგარიშგების უნარები
** ინგლისური ენის თავისუფალი ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მონაწილეობას SCAPP-ის ESG ტრანსფორმაციაში და მდგრადი დაფინანსების მიმართულების ჩამოყალიბებაში
** ორგანიზაციასთან ერთად თანამედროვე და მოთხოვნადი მიმართულების განვითარებას
** სწრაფად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში მუშაობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია https://scapp.ge/ge/jobs
ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ - "ESG ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია