|
დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი IV მ/რ 113ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Microsoft Windows Server OS -ის შემდეგი პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა
** Active Directory
** DNS
** DHCP
** WSUS
** DFS
** IIS
** MS SQL (მინიმალური გამოცდილება მაინც)
** VMware Virtualization -ის შემდეგი პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა
** VMware vCloud Suite 6 Enterprise
** ESXi 6.7 - მართვა, ინსტალაცია, კონფიგურირება
** ESXi 5.5 - მართვა, ინსტალაცია, კონფიგურირება
** Networking -ის შემდეგი პროდუქტების საფუძვლიანი ცონდა
** knowledge and skills related to network fundamentals, LAN switching technologies, IPv4 and IPv6 routing technologies, WAN technologies, infrastructure services, infrastructure security, and infrastructure management. სასურველია CCNA სერტიფიკატი.
** MikroTik-ის მარშრუტიზატორების მართვისა და კონფიგურირების გამოცდილება.
** VOIP Technology -ის შემდეგი პროდუქტების საფუძვლიანი ცონდა
** FreePBX 14 -ის მართვა, კონფიგურირება
** Voip ტელეფონების ინსტალაცია, კონფიგურირება.
** PACS/RIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სერვერებთან მუშაობის გამოცდილება -
** HP ProLiant
** Dell EMC Data Storage
აუცილებელია უცხო ენების ცოდნა;
მენეჯერული უნარები:
** პროექტის მართვა (პროგრამული უზრუნველყოფის)
** გუნდის მართვა
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგისა და რეპორტინგის უნარები.
უფლება-მოვალეობები:
** სტრუქტურულად საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში შემავალ თანამდებობებზე დასაქმებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი, მათ შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ცენტრის სისტემური უზრუნველყოფა, სერვერული ოპერაციული სისტემების მართვა, გაუმჯობესება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, კონფიგურაციის ცვლილებები, ინტერნეტ წვდომის მონიტორინგი;
** მომხმარებლის კომპიუტერებზე ოპერაციული სისტემის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა, მონიტორინგი, განახლება;
** VOIP სატელეფონო სისტემის მართვა, VOIP ტელეფონების კონფიგურირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების ინფრასტრუქტურის მუდმივი მეთვალყურეობა და დაზიანების შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო აპარატურის მუდმივი მეთვალყურეობა და დაზიანების შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების საოფისე ტექნიკის მუდმივი მეთვალყურეობა და დაზიანების შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურულ ერთეულებში რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურულ ერთეულებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** მამოგრაფების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში პირველი დონის ჩარევის და პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა;
** მამოგრაფის Workstation-ების და Image Server-ის მართვის უზრუნველყოფა;
** ექოსკოპიის აპარატების მონიტორინგი;
** IT პროექტების დაგეგმვა, განხორციელება; IT მოწყობილობების შესყიდვის გეგმა და შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; IT ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისათვის კონსულტაციების გაწევა, ტრეინინგები;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით). შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას ეროვნული სკრინინგ-ცენტრი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ელ. ფოსტაზე: info@gnsc.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|