Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი, 16 დავით აღმაშენებლის ხეივანი

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 



** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა

** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება

** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა

** კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად

** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება

** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება



ძირითადი მოთხოვნები:



** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)



პიროვნული თვისებები: 



** ენერგიული;
** ორგანიზებული;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

** მოტივირებული;

** შრომისმოყვარე;

** თავაზიანი;

** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

** დეტალებზე ორიენტირებული;



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shop@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე