Робота для біженців з України
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
მომწოდებელი: თბილისის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს კონკურსს კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი მოვალეობები

** სასწავლო პროგრამის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
** გაკვეთილების ჩატარება თანამედროვე პედაგოგიური და ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით.
** სასწავლო პროცესში სხვადასხვა ციფრული პლატფორმის, პროგრამისა და ონლაინ რესურსის გამოყენება.
** მოსწავლეთა ცოდნის შეფასება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
** ინფორმაციული უსაფრთხოების წესების სწავლება და დაცვა.
** კომპიუტერული ლაბორატორიისა და ტექნიკის მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა.
** სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, დავალებებისა და პრაქტიკული აქტივობების მომზადება.
** მოსწავლეთა ჩართვა პროექტულ, კვლევით და შემოქმედებით საქმიანობაში.
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
** პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა (ტრენინგები, სემინარები, თვითგანვითარება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** შესაბამისი უმაღლესი პედაგოგიური განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა ან/და მასწავლებლის სერტიფიკატის ფლობა;
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 17:00 სთ.- მდე;
** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** მისამართი: დიდი დიღომი, სოფ.ზურგოვანი.თავისუფლების ქუჩა 10

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება წინასწარ ცნობილი თემატიკის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე info@tis.edu.ge სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე