|
დასახელება:
პირადი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
არსებითი პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი (პოზიცია ითვალისწინებს პერიოდულ მივლინებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში);
** სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ (შეიძლება შეიცვალოს დირექტორის სამუშაო განრიგის მიხედვით.)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** ანაზღაურება: 1650 ლარი (ხელზე ასაღები)
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მანქანით დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა უსაფრთხოდ, დროულად და კომფორტულად;
** პასუხისმგებლობაში არსებული ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება კომპანიის ობიექტებს შორის;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
** განათლება - საშუალო განათლება
** მართვის მოწმობა კატეგორია - B
ცოდნა და უნარები:
** საგზაო მოძრაობის წესების, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და მათი აღმოსაფხვრელად საჭირო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ემოციური სტაბილურობა და გაწონასწორებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დისციპლინა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV: hr@giec.ge
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მარტი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატთა თანასწორ შეფასებას და არ ახორციელებს დისკრიმინაციას რომელიმე ნიშნის საფუძველზე. კანდიდატები ფასდებიან მხოლოდ კვალიფიკაციისა და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით.
|
|
|
|