Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702782&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: NBN ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "NBN ჯგუფი" რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი კვების ობიექტები: რესტორანი რუსთაველი, რესტორანი ფიროსმანი და რესტორანი ფიროსმანი ექსპრესი, აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს 42.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ამ პოზიციაზე დასაქმებულის ძირითადი მიზანია: რესტორნის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და გაყიდვების მხარდაჭერა სოციალური მედიის არხების ეფექტური მართვის გზით.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის სოციალური მედიის გვერდების მართვა (Facebook, intagram, Tiktok და სხვა)
** საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კონტენტ კალენდრის შედგენა
** კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და გამოქვეყნება (ფოტო, ვედეო, ტექსტი).
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads და სხვა პლატფორმები) .
** მომხმარებელთა შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხი.
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის შენარჩუნება.
** აქციების, ახალი მენიუსა და ღონისძიებების პრომოუშენი.
** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.
** პერიოდული რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად
** სტატისტიკის ანალიზი და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასურველია სასტუმროს ან კვების ობიექტში);
** კონტენტის შექმნის უნარები (copywriting, ვიზუალური ხედვა);
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე hr@nbngroup.ge. სათაურის ველში subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი"

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია