Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702780&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: NBN ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "NBN ჯგუფი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: რესტორანი რუსთაველი, რესტორანი ფიროსმანი და რესტორანი ფიროსმანი ექსპრესი, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი სრული
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს 42.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
** არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება;
** სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში);
** სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
** პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;
** ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
** ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მართვა;
** კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნა;
** კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდა;
** მარკეტინგულ კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა და მართვა;
** თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე hr@nbngroup.ge. სათაურის ველში subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი"

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია