Робота для біженців з України
გაყიდვების მხარდამჭერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მხარდამჭერი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მხარდამჭერი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19.03.2026
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი ბაზარზე და კონკურენციასთან მიმართებაში საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გაყიდვებისა სამსახურისთვის;
** მერჩენდაიზერების მიერ ბრენდი "ულქერის" პროდუქციის სავაჭრო ობიექტებზე განლაგების კონტროლი და შემოწმების შედეგების ანგარიშგება;
** ბრენდი "ულქერის" გაყიდვების ბიუჯეტის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** ყოველწლიური მარკეტინგული შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია თურქული ან რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (ხარჯებს დაფარავს კომპანია)

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე