Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702773&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, ქეშიუს, სხვადასხვა სახეობის ჩირების წარმოება, დისტრიბუცია.

"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 9:00-15:00
ხელფასი: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა - შეკვეთების, უკან დაბრუნებების ასახვა პროგრამაში.
** ატვირთვა და შედარება საგადასახადო საიტთან.
** ფულადი სახსრების მოძრაობის პროგრამული ასახვა და კონტროლი.
** კონტრაგენტებთან შედარების აქტების წარმოება.
** რეპორტინგი: რეალიზაცია, გადახდები, კონსიგნაციები, კონტრაგენტები.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება უფროსი ან დამოუკიდებელი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო სისტემის პრაქტიკული ცოდნა;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
** უპირატესობა მინიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები და კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: qalaquri1@gmail.com

"ქალაქური" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია