Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702769&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
არარეგისტრირებული კავშირი "ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

არარეგისტრირებული კავშირი "ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის" 2026 წელს დაფუძნდა სტუდია "ეიდისისა" და "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა (ა)იპ) მიერ. კავშირის მისიაა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სოციალურ სერვისებზე

სექტორი: სოციალური მომსახურება/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მხარდაჭერა
ადგილმდებარეობა: თბილისი, საირმის ქ.N5, ვაჟა ფშაველას 76ბ
ანგარიშვალდებულება: ბუღალტერთან
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის მოკლე აღწერა:

უზრუნველყოფს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისები, აქტები) აღრიცხვას, საბანკო ამონაწერების დამუშავებას და ბუღალტრული პროგრამების მხარდაჭერას. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, რათა დაეხმაროს ბუღალტერს ანგარიშგებებისა და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში კანონმდებლობის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** შესაბამისი გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამაში
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** ხელფასების დამუშავება / დარიცხვა
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია

** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული უნარები - Microsoft Office, Excel-ცოდნა
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები
** ნდობის დამყარების და კონფლიქტების გადაჭრის უნარი
** ორგანიზაციული, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV
** ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი

მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე.

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრის დამხმარე"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია