|
დასახელება:
სოციალური ქსელის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
იურიდიული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელის მენეჯერის პოზიციაზე
დასაქმების ტიპი: მოქნილი სამუშაო განრიგი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ციფრული პლატფორმების (Facebook, Tiktok, Linkedin, Instagram, youtube) მართვა;
** შემოსულ შეტყობინებებზე კომუნიკაცია;
** საკომუნიკაციო კონტენტის - ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალის შექმნაში მონაწილეობა, დამუშავება და მონტაჟი;
** სტრატეგიული საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
** სოციალურ ქსელში სარეკლამო (Ads) კამპანიების წარმოება;
** მიღწეული შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სოციალური მედიის მართვასა და ციფრულ მარკეტინგში გამოცდილება;
** ციფრული კონტენტის შესაქმნელად და დასამუშავებლად საჭირო პროგრამების ცოდნა და გამოცდილება;
** კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პროფესიული წინსვლის განსაკუთრებული მოტივაცია.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: iliasiofficial@gmail.com
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: "სოციალური ქსელის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიღებული განცხადებების განხილვა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება დაიწყება მითითებული ბოლო ვადის დასრულებამდე.
|
|
|
|