Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: GLC Logistics
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"GLC Logistics" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

"GLC Logistics" არის სწრაფად განვითარებადი ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს, საბაჟო მომსახურებას და სხვა ლოჯისტიკურ სერვისებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მთავარი მიმართულებაა პროფესიონალური, სწრაფი და ეფექტური გადაზიდვები ბიზნესებისთვის და ინდუსტრიებისთვის.

ჩვენ ვეძებთ გუნდში მოტივირებულ ადამიანს, რომელიც დაეხმარება კომპანიას მარკეტინგულ სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ბრენდის ცნობადობის გაზრდაში და თანამედროვე მარკეტინგული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და კონტენტის შექმნა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
** ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ლოჯისტიკის მიმართულებით)
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ თანამშრომლობას

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: cv@ltdglc.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე