|
დასახელება:
რეალიზაციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სპეცკომფორტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"სპეცკომფორტი" — წამყვანი ქართული კომპანია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებაში, 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის, ინოვაციურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებაზე. სწორედ აქ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და მიიღოთ გამოცდილება სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში.
კომპანია "სპეცკომფორტი" ეძებს რეალიზაციის მენეჯერს.
პირობები:
** ანაზღაურება: პირველი ორი თვე - 1200 ლარი, მესამე თვიდან - 1500 + ბონუსი
** დაწინაურების პერსპექტივა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდ და უნაღდო გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციები;
** შეკვეთების მიღება, ზედნადების ატვირთვა და პროგრამა FMG-ში გატარება.
** შემოსულ ზარებზე პასუხი/ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
** ნაშთების კონტროლი/შედარება;
** ტრანსპორტირების დაგეგმარება;
** დებიტორული დავალიანებების ვადების კონტროლი და დებიტორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (PowerPoint, MS office Word, Excel, RS, FMG);
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური (სასურველია).
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას სარაჯიშვილის მეტროდან- წეროვნის ფილიალში
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** დასვენება კვირაში 2 დღე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - რეალიზაციის მენეჯერი.
|
|
|
|