|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
სმარტ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
შპს "სმარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის (უმცროსი ან საშუალო რგოლი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი
ჩვენ შესახებ: "სმარტ დეველოპმენტის" საქმიანობის ძირითადი სფეროა სამშენებლო-საინჟინრო პროექტების მართვა და თანამედროვე მასალებით მოპირკეთება. ვეძებთ მოტივირებულ, ტექნიკური აზროვნების მქონე კადრს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მზარდ გუნდს.
ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ საბაზისო სამშენებლო განათლება და ძლიერი ანალიტიკური უნარები. სპეციფიკურ პროგრამულ და ტექნიკურ დეტალებს შეგასწავლით ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო ნახაზების (არქიტექტურა/კონსტრუქცია) ანალიზი და მასალების სპეციფიკაციის დაზუსტება;
** პოტენციური დამკვეთებისთვის კომერციული წინადადებებისა და პირველადი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დათვლა და ბიუჯეტირება (BoQ);
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში (ხელშეკრულებები, შესრულების აქტები - "ფორმა 2", დეფექტური აქტები, ოფიციალური მიმოწერა);
** მიმდინარე პროექტების ხარჯების კონტროლი და გეგმურ ბიუჯეტთან შედარება (Plan vs Fact ანალიზი);
** სამუშაო გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** თვის ჭრილში შრომითი ანაზღაურების (ხელფასების) გაანგარიშებაში დახმარება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით (შეიძლება იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, ცხრილები);
** უცხო ენები: რუსული (აუცილებელია B2/C1), ინგლისური (სასურველია B1/B2 დონეზე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა განვიხილავთ დამწყებებსაც).
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ახლის სწავლის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: nozadze.bachuki@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "ხარჯთაღმრიცხველი".
|
|
|
|