Робота для біженців з України
საიტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტ მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
** სამუშაო ძალისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების პროგრესის განსაზღვრა და რეპორტინგი;
** გეგმა-გრაფიკის შესრულების მონიტორინგი და რისკების იდენტიფიცირება;
** ტექნიკური შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლი;
** მასალებისა და რესურსების გამოყენების ზედამხედველობა;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/ინჟინრულ პროექტებზე;
** ტექნიკური ნახაზების კითხვის უნარი;
** სასურველია პროექტის მართვის პროგრამების ცოდნა (MS Project ან ანალოგიური);
** ქვეკონტრაქტორების მართვის გამოცდილება;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (საუბარი და წერა) — სავალდებულოა;
** სავალდებულოა ფლობდეს მართვის მოწმობას (B კატეგორია) და პირად ავტომობილის, რომელზეც გაფორმდება საიჯარო ხელშეკრულება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კონკურენტული - გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე