|
დასახელება:
გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სმარტ ტვ
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
შპს "სმარტ ტვ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "სმარტ ტვ" (https://SmartTV.ge) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;
** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება;
** Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა);
** კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად;
** ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელ-ფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram);
** Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება);
** AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა;
** სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები;
** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული;
** გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს;
კონტაქტი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელ-ფოსტაზე: smartzodi@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი.
დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს "სმარტ ტვ" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს "სმარტ ტვ" იცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|