Робота для біженців з України
სტრატეგ. პარტნიორობების და კორპორატ. არხების დეპარტ. უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგ. პარტნიორობების და კორპორატ. არხების დეპარტ. უფროსი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტრატეგიული პარტნიორობებისა და კორპორატიული არხების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მსხვილი და მრავალპროფილური კომპანიების იდენტიფიცირება, სეგმენტაცია და სტრატეგიული განვითარება
** არხების განვითარების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება
** ახალი ბიზნეს-მოდელების ინიცირება და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნა
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება
** კომპლექსური, მულტიფუნქციური ჯგუფებისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება
** გრძელვადიანი სტრატეგიული კონტრაქტების გაფორმება და მართვა
** პარტნიორული ქსელის განვითარება (ბანკები, სალიზინგო კომპანიები, ტურისტული კომპანიები, დეველოპერები, ავტოდილერები, რითეილ ქსელები და სხვა)
** გაყიდვების ალტერნატიული და ინტეგრირებული არხების შექმნა და გაფართოება
** დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური შედეგების მართვა
** შემოსავლის პროგნოზირება და თითოეული არხის მომგებიანობის ანალიზი
** KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
** გუნდის განვითარებისა და მოტივაციის სისტემის კოორდინაცია;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 5-7 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში
** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** მაღალი დონის მოლაპარაკებების და ურთიერთობების მართვის უნარი
** ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს-ქეისების დამუშავების გამოცდილება
** სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** სადაზღვევო და საბანკო სექტორში გამოცდილება

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტრატეგიული პარტნიორობებისა და კორპორატიული არხების დეპარტამენტის უფროსი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე