|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური მოდელების, პროგნოზირებული ფინანსური უწყისებისა და საოპერაციო ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ფინანსური და საოპერაციო რეპორტების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა და დასკვნების მომზადება;
** ბიზნეს-გეგმებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის ფინანსური ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
** ბაზრის კვლევაში, სცენარულ და მგრძნობიარობის ანალიზებში მონაწილეობა;
** BI სისტემებში ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა/კონტროლი;
** ყოველთვიური და წლიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიზნით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში;
** ფინანსური ან საოპერაციო რეპორტების მომზადების გამოცდილება ERP სისტემაში (მაგ. 1C) ან BI ინსტრუმენტებში (Power BI, Tableau და სხვ.);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** MS Excel-ის (მათ შორის Pivot Table, ფორმულები, მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები) და PowerPoint-ის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ბუღალტერიისა და რეპორტინგის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენისცოდნა (B2 დონე);
** რუსული ენისცოდნა (A2-B1 დონე);
** საბანკო პროდუქტებისა და მიკრო/მაკრო ეკონომიკის საბაზისო ცოდნა;
** სტატისტიკური ანალიზისა და მონაცემთა დამუშავების ტექნიკების ცოდნა (სასურველია შესაბამისი პროგრამების ფლობა - R, Python, SPSS და სხვ.);
** მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის და ინფორმაციის შეჯამების უნარი.
საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** დროის დაგეგმვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 12.03.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);. 557 577 442
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/TEnKnBJYyT
|
|
|
|