Робота для біженців з України
თურქულენოვანი გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თურქულენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაგრატიონი რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სამშენებლო კომპანია "Bagrationi Residence" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტთა ბაზის მართვა;
** CRM სისტემაში, კლიენტების ბაზის განახლება;
** ბაზრის კვლევა, გაყიდვების არხების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.

მოთხოვნები:

** თურქული ენა (აუცილებელი);
** ინგლისური ენა (სასურველი);
** რუსული ენა (სასურველი);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო დრო - სრული განაკვეთი
** ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი 1300 ლ + ბონუსი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტებზე: n.verulidze@bagrationiresidence.ge

საკონტაქტო: +995 598 41 27 27
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე