Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

მოთხოვნები:

** აუცილებელია ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის (B კატეგორია) ქონა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტესტირების სხვადასხვა მეთოდებით ელ. დაზიანების პოვნა და აღდგენა;
** ცენტრალური ელ. ფარის კომპონენტების ამოცვლა/აწყობა;
** ელექტრო მოწყობილობების გეგმიური შემოწმება და პროფილაქტიკური მოვლა;
** სამფაზიანი ელ. დანადგარების მონტაჟი;
** სხვადასხვა ტიპის ელ. სანათების შეკეთება და მონტაჟი;

პირობები:

** ნორმირებული სამუშაო გრაფიკი;
** ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი პრემია;
** უფასო კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;
** პროფესიული დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მარტივი განაცხადი და ჩვენ დაგიკავშირდებით: https://shorturl.at/Tly0k, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 404 404;

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე