|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Word, Excel.
ძირითადი ფუნქციები:
** მოხმარებლების ბაზების განახლება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება და სერვისების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 19.03.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|