|
დასახელება:
დამწყები აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
TaxInfo ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია "TaxInfo" აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
** ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);
** ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);
** ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);
** რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).
მოვალეობები:
** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
** საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
** მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
** ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.
** სამუშაოს ტიპი: სრული;
** სამუშაო ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
** სამუშაო საათები: 10:00-19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2026 წლის 2 მარტამდე ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|